ჩვენ შესახებ

შპს ავტოლოგისტიკა არის ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფით  დაკომპლექტებული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია, რომელსაც გააჩნია პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გთავაზობთ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო და საექსპედიტორო მომსახურებას. ვართ რა დიდი მოცულობის კომერციული ტვირთების გადამზიდავები, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს სატრანსპორტო გადაზიდვების ყველაზე ეკონომიური ტარიფები.

ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც მცირე, ასევე, არაგაბარიტული   ტვირთების დამუშავებას, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზებით საერთაშორისო ტვირთების კარიდან-კარამდე ტრანსპორტირებას, ასევე, მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების მოგვარებას.  

გლობალურ კომპანიებს სჭირდებათ სანდო და მცოდნე პარტნიორი, რომელიც დაეხმარება მათ დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. სწორედ ამგვარი პარტნიორია  შპს ავტოლოგისტიკა. 

რატომ ავტოლოგისტიკა?
შპს ავტოლოგისტიკა გთავაზობთ თქვენთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის სატვირთო-სატრანსპორტო მომსახურებას, იქნება ეს საშინაო, საერთაშორისო თუ ლოგისტიკური, რომელიც მორგებული იქნება თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს…
...ჩვენ ვუზრუნველყობთ მომსახურების უმაღლეს სტანდარტების, უმკაცრეს კონტროლსა და უსაფრთხოებას, ასევე, კარგად მომზადებულ პროფესიონალურ კადრებს სატვირთო-სატრანსპორტო მომსახურების ყველა მიმართულებით
... ვებ-ტექნოლოგიის მეშვეობით თქვენ გექნებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია თქვენი ტვირთის ნებისმიერი გადაადგილების შესახებ. გარდა ამისა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეგვიკვეთოთ გადაზიდვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
... და ბოლოს, ყოველივე ამას გთავაზობთ სხვა სატრანსპორტო-საექსპედიტორო  კომპანიებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად.