ინფო

შპს ავტოლოგისტიკა აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას ტვირთების სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურების სფეროში, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებას ყველაზე ეფექტური საშუალებების გამოყენებთ. ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებს. 

ასევე, ჩვენ გვაქვს გამოცდილება გადამამუშავებელი ქარხნებისა და ელექტროსადგურებისათვის საჭირო ნაყარი ტვირთებისა და მძიმე ტექნიკის გადაზიდვაში. ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი კოლეგებისა და მომხმარებლების პატივისცემა, როგორც სანდო და ეფექტურმა პარტნიორმა.  

თქვენი პროექტისათვის გამოყოფილი ჯგუფი უზრუნველყოფს ნებისმიერ საჭირო ტექნიკას, ასევე, შეამოწმებს მარშრუტსა და სატრანსფერო პუნქტებს.   ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში თქვენი ტვირთი ჩვენი პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის კონტრილქვეშ იქნება.
 
შპს ავტოლოგისტიკის ჯგუფის წევრები არიან დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ გლობალური სატრანსპორტო სისტემის სრულყოფილი ცოდნა. ისინი იმუშავებენ თქვენთან ტრანსპორტირების მთელი ციკლის განმავლობაში და უზრუნველყოფენ უმაღლესი დონის მომსახურებას.