წინამდებარე წესებითა და პირობებით განისაზღვრება შპს „აუტო ტრანს ლოჯისტიკ (439870855) მიერ გასაწევი მომსახურების უნივერსალურ წესები, რაც მოიცავს ვებ-გვერდით www.atl.ge. მისი ქვედომენური საიტებით, ამ ციფრულ რესურსებზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი/ყველა სახის მომსახურებით, მობილური ან/და კომპიუტერული სისტემებითა და მათი ცალკეული ფუნქციებით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
მომხმარებელი სრულად ეთანხმება წინამდებარე წესებს და რეგისტრაციის პროცედურის მიმდინარეობისას, ღილაკზე „გავეცანი და ვეთანხმები“ ფანჯრის მონიშვნით, ადასტურებს ამ ხელშეკრულების სრულად გაცნობას, პირობების გაცნობიერებასა და რაიმე სახის უკანონო ზემოქმედების არარსებობას. ამასთან, მომხმარებლის თანხმობა არ წარმოშობს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას შპს „ვიენეს გრუპისთვის“ და ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მხოლოდ შპს „აუტო ტრანს ლოჯისტიკ “ მიერ მისი დადასტურების შემდეგ. თუ არ ეთანხმებით ამ ხელშეკრულებაში არსებულ ნებისმიერ დებულებას, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მომსახურებით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ წარმოგეშობათ ვალდებულებები და უფლებამოსილებები სწორედ ამ დებულებათა შესაბამისად.
ვებგვერდი www.atl.ge შემდეგში (ონლაინ პლატფორმა) წარმოადგენს ტვირთების ონლაინ ბირჟას, რომელიც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ტვირთის მფლობელებსა და გადამზიდავებს აძლევს საიტით სარგებლობის უფლებას და ხელს უწყობს მათ შორის კომუნიკაციის განხორციელებას.
ვებგვერდი www.atl.ge არ წარმოადგენს ტვირთის მფლობელს, არ ახორციელებს ტვირთის ყიდვას ან გაყიდვას, არ ფლობს ტრანსპორტს და არ აკეთებს საიტზე განთავსებული ტვირთებზე ფასის მომატებას. ტვირთის მფლობელი და გადამზიდავი არიან პასუხისმგებლები ტვირთზეც და ტვირთის გადაზიდვაზეც, ვებგვერდი www.atl.ge არ წარმოადგენს რომელიმე მხარეს, არ არის ტვირთის მფლობელი, გადამზიდავი, ექსპედიტორი, ტვირთის დამზღვევი ან ბროკერი.
ვებგვერდი www.atl.ge ადმინისტრაცია, ვალდებულია უზრუნველყოს ონლაინ პლატფორმის გამართული მუშაობა და დარეგისტრირებული მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოება. ონლაინ პლატფორმით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს დროებით ან შეიზღუდოს ნაწილობრივ მხოლოდ საიტის რეკონსტრუქციისა და მოდიფიცირების დროს ან დამატებითი ფუნქციების საიტზე ინტეგრირების დროს.
წესების ცვლილებები
ონლაინ პლატფორმა იტოვებს უფლებას, შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. თუ თქვენ არ დაეთანხმებით შეცვლილ წესებსა და პირობებს, შეგიძლიათ გააუქმოთ ხელშეკრულება ონლაინ პლატფორმასთან, წესების შეცვლის შემდეგ თქვენს მიერ ონლაინ პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს თქვენს თანხმობას შეცვლილ წესებსა და პირობებზე. რეგისტრაციისა და მომსახურებით სარგებლობის პირობებს, ონლაინ პლატფორმა ცვლის საკუთარი შეხედულებისამებრ, რის შესახებაც კონტრაგენტებს ეცნობებათ რეგისტრაციისას მითითებული კომუნიკაციის რომელიმე საშუალებით. მათი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის მიუღებლობა 1 (ერთი დღის ვადაში) გულისხმობს მათ თანხმობას განახლებულ პირობებზე;
რეგისტრაცია
სისტემით სარგებლობისთვის, აუცილებელია მომხმარებელი დარეგისტრირებული იყოს ონლაინ პლატფორმის მონაცემთა ბაზაში, რეგისტრაციის სისტემაშაში ინტეგრირებული ფუნქციონალის გამოყენებით და მისი რეგისტრაცია დადასტურებული იყოს საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, დარეგისტრირებული პირი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი და აქტუალური პირადი ინფორმაცია ასევე ყველა ის ინფორმაცია რასაც ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციისას ითხოვს სისტემა, საიტზე ავტორიზაცია ხდება ელექტრონული ფოსტისა და პაროლის გამოყენებით.
სისტემა განაცხადში ავტომატურად მიუთითებს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს, მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციას, რაც ჩაითვლება ხელშეკრულების ავთენტურ ნაწილად;
თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ მხოლოდ ერთი მომხმარებელი და გეკრძალებათ მესამე პირისათვის თქვენი საიტზე ავტორიზაციისათვის განკუთვნილი ელექრტონული ფოსტისა და პაროლის გადაცემა, დაუშვებელია ერთიდაიგივე პირადი ნომრით, ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ტელეფონის ნომრით ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია.
ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ, www.atl.ge -ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს თქვენს მიერ მითითებული პირადი ინფორმაციის გადამოწმება, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აკრძალვები საიტზე
რეგისტრაციის დროს იკრძალება არასწორი პირადი ინფორმაციის შეყვანა.(პირადი ნომერი, საიდენთიპიკაციო კოდი) ასევე არასწორი ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის ნომრების შეყვანა. იკრძალება აქაუნთის სხვა, მესამე პირზე გადაცემა ან საიტიდან მიღებული ინფორმაციის რაიმე ფორმით სხვა მესამე პირებზე გადაცემა. განცხადების განთავსებისას იკრძალება, შეგნებულად არასწორი და არარსებული ინფორმაციის დადება ტვირთთან დაკავშირებით, იკრძალება განცხადების განთავსების დროს, განცხადების შესავსებ ველში ,,აღწერა,, რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. რომელიმე ზემოთხსენებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საიტის www.atl.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დროებით დაბლოკოს ან სამუდამოდ, შემდეგში აღდგენის უფლების ჩამორთმევით გაწყვიტოს ხელშეკრულება დარღვევების ჩამდენ მომხმარებელთან.
ფასიანი სერვისები
ონლაინ პლატფორმაზე, არის ფასიანი სერვისები, რომლის გააქტიურების შემდეგ ხდება გარკვეული სახის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საიტზე მოქმედებს მომსახურების გადახდის შესაძლებლობები: VISA / MASTERCARD, ბალანსიდან ჩამოჭრა. და საბანკო გადარიცხვით, ყველა გადახდას გამოეწერება ინვოისი (PDF ფორმატი), რომელიც შესაძლებელია ჩამოიტვირთოს მომხმარებლის მხრიდან; ასევე მომხმარებელის ანგარიშზე იწარმოება გადახდების ისტრორია;
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მხარეები ვალდებულნი არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგაც, არ გაამჟღავნონ ან/და მესამე პირ(ებ)ს არ გადასცენ კონფიდენციალური ინფორმაცია;
კონფიდენციალური ინფორმაცია განიმარტება, როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის ან/და მისი შესრულების შედეგად ერთ-ერთი მხარის სხვა მხარის შესახებ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან/და გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის ინფორმაცია/დოკუმენტაცია მხარის პერსონალური, წილობრივი, ფინანსური მონაცემების, მხარის მფლობელი/მმართველი/ურთიერთდაკავშირებული პირ(ებ)ის, მესამე პირ(ებ)თან არსებული გარიგებ(ებ)ის, მფლობელობაში არსებული მოძრავი ან/და უძრავი ობიექტ(ებ)ის, ბიზნეს პროცესის/პროცედურების, მარკეტინგული სტრატეგიის, პროექტ(ებ)ის, გაგზავნილი ტვირთების ან/და სხვა ნებისმიერი სხვა სახის მონაცემების შესახებ;
კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება: (ა) ინფორმაცია რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო; (ბ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების თაობაზეც არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის მესაკუთრე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა ან/და მხარეთა შეთანხმება; (გ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად; (დ) ინფორმაცია, რომელსაც ორგანიზატორი იყენებს საკუთარი საქმიანობის მიზნებისთვის, საქმიანობის ოპტიმიზაციის, ხელშეკრულების შესრულების ან/და ინფორმაციის ანალიზის მიზნით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ორგანიზატორმა ხელშეკრულების დადებამდე (რეგისტრაციის დასრულებამდე), რეგისტრაციის ან/და ხელშეკრულების დადების განაცხადის დამუშავების (კერძოდ, პირადი მონაცემების გადამოწმება, ხელშეკრულებისათვის აუცილებელი მხარეთა ზუსტი რეკვიზიტების, მათ შორის, სახელწოდების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტების, ფიზიკური პირის სახელისა და გვარის, დაბადების თარიღის, მისამართისა და ა.შ. – დადგენა, ხელშეკრულების დადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად) მიზნით, დაამუშავოს პერსონალური მონაცემები საჭირო მოცულობით;
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, ორგანიზატორმა მიიღოს ინფორმაცია ან/და მომხმარებლის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან;
წესებზე და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს მისი ნების გამოვლენას პერსონალური მონაცემების გადამოწმების თაობაზე და ორორგანიზატორს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოიძიოს/გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის და არა მხოლოდ საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ან/და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში). მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ორგანიზატორი არ არის ვალდებული, მონაცემთა დამუშავების შედეგის მიუხედავად, დადოს ხელშეკრულება;
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, მისი ის პერსონალური მონაცემები, რომელთა გამოყენების უფლებაც ორგანიზატორს გააჩნია, გადაეცეს დასამუშავებლად მესამე პირებს, ორგანიზატორის შეხედულებისამებრ, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიას, ხელშეკრულების დადების მიზნით.
დასკვნითი დებულებანი
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისა და ორგანიზატორის მიერ ხელშეკრულების (მათ შორის, ელექტრონულად) დადასტურებისთანავე;
მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების, განაცხადისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება, მიღების დადასტურება, გაფორმება და ურთიერთგაცვლა შესაძლებელია მოხდეს სისტემის საშუალებით რეგისტრირებული რეკვიზიტების საშუალებით, ასევე, ელექტრონულად, სისტემისის გამოყენებით;
მხარეები თანხმდებიან, რომ სისტემის მეშვეობით ერთმანეთისათვის გაგზავნილ ნებისმიერ/ყველა შეტყობინებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც საფოსტო გზავნილით გაგზავნილ შეტყობინებას. ამასთან, მომხმარებელს შეიძლება გადაეცეს სპეციალური პაროლი, რომლის გამოყენების შემთხვევაში მას ნების გამოვლენა შეუძლია მობილური კომუნიკაციის საშუალებითაც, თუ ორგანიზატორი ამ ნების გამოვლენას სანდოდ მიიჩნევს. გადაცემული პაროლის არაჯეროვანი ან/და არამართლზომიერი გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება მომხმარებელს, თუ მას არ შეეძლო აღნიშნულის თავიდან არიდება;
მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ადასტურებენ ელექტრონული ფორმით დადებული ამ ხელშეკრულების ნამდვილობას და გამორიცხავენ ნებისმიერ ეჭვს მასთან დაკავშირებით;
ამ ხელშეკრულებით რეგულირებულ ურთიერთობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები;
ინდივიდუალურ შეთავაზებებსა და www.atl.ge -ს ადმინისტრაციის მიერ მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებებს გააჩნიათ უპირატესი ძალა ამ ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში;
მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით.