საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა გადავიდეთ ბმულზე www.atl.ge - ზე.
შემდეგ ვაწვებით ღილაკს რეგისტრაცია.
პირველ რიგში ვირჩევთ ან ფიზიკურ პირს ან კომპანიას
შემდეგ ვირჩევთ მომხმარებლის სტატუსს. საიტზე არის სულ სამი სტატუსის მომხმარებელი. ტვირთის მფლობელი, გადამზიდავი და ექსპედიტორი
სტატუსის არჩევის შემდეგ ვავსებთ სარეგისტრაციო ველებს. შეგვყავს სწორი პირადი ინფორმაცია. გაითვალისწინეთ: შეყვანილი ინფორმაციის რედაქტირებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ. დარედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის მიერ, მას შემდეგ რაც გააკეთებთ განაცხადს პირადი ინფორმაციის რედაქტირების შესახებ.
რეგისტრაციის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ვერიფიკაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გადავდივართ ავტორიზაციის ველში, შეგვყავს რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი