ბალანსის შევსების მოკლე ინსტრუქცია
ვიწყებთ ბალანსის შევსებას, გადავდივართ გადახდის გვერდზე.
საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პირველადი გადახდები მოხდება საბანკო გადარიცხვით. ვირჩევთ ბანკით გადახდას და ვააქტიურებთ მას. შემდეგ შეგვყავს სასურველი თანხა და ვაწვებით გადახდის ღილაკს.
გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც გამოიწერება ინვოისი. ვხსნით ინვოისს და ვეცნობით მას.
ინვოისში მითითებულია საბანკო რეკვიზიტები ასევე გადახდისას დანიშნულებაში მისათითებელი ნომერი. ინვოისის საფუძველზე თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ ბანკში, ასევე შეგიძლიათ თანხის ინტერნეტ ბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით გადახდა. თანხა თქვენს პირად ბალანსზე აისახება ჩვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 30 წუთში. 18:00 საათის შემდეგ გადახდისას მეორე დღის პირველ ნახევარში.